quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციის პრეზენტაცია

21-05-2015

დღეს, მართლმსაჯულების სახლში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის საპილოტე პროექტის შუალედური ანგარიშის, სამომავლო გეგმებისა და საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციის პრეზენტაცია შედგა.

ღონისძიებას მოსამართლეთა კორპუსის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

პრეზენტატორებმა თავიანთ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილეს მედიაციის პროექტის მიმდინარეობაზე, პრაქტიკაში გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებსა და მათი მოგვარების გზებზე. საუბარი შეეხო, ასევე, პროექტის მნიშვნელობას სასამართლოს პროცესუალური დავებისგან განტვირთვის თვალსაზრისით, სასამართლო მედიაციის სამომავლო განვითარებისა და ცნობადობის ამაღლების საკითხებს. დღესვე, გამოითქვა მზაობა, სავალდებულო მედიაციის ამოქმედების თაობაზე, რაც გულისხმობს განსაზღვრული კატეგორიის დავების მედიაციისთვის გადაცემის ვალდებულებას.

საქართველოს სასამართლო მედიატორთა ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრთან. მემორანდუმების ფარგლებში, ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მედიაციის საპილოტე პროექტის შემდგომი განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. ერთობლივად დაიგეგმება სემინარები, ტრენინგები და სხვა ფორმატის სამუშაო შეხვედრები. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიაციის პროექტი 2014 წლიდან საპილოტე რეჟიმში ფუნქციონირებს და წარმოადგენს სამართლებრივი დავის გადაჭრის ალტერნატიულ გზას.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია