quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

კონფერენცია საქმეთა ნაკადის პროგრამული მართვის თემაზე

29-05-2015

დღეს, მართლმსაჯულების სახლში არაკომერციული იურიდიული პირი - პროფესიული გაერთიანება ” საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის” ეგიდით, კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის ძირითადი თემები საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის პროგრამული მართვა, საქმეთა სირთულის ხარისხის მიხედვით განაწილება, მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობის დადგენა და მოსამართლეთა საქმიანობის (დატვირთულობის) შეფასების სისტემა იყო.

საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში საქმეთა განაწილების სისტემის ახალი მოდული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, ადვოკატთა და მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებს თავად წარუდგინა. ღონისძიებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ესწრებოდა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები, კონფერენციის ძირითადი თემების ირგვლივ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები და ემსჯელათ პროექტის ეფექტურობაზე.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია