quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული გაამართლა

03-06-2015

2015 წლის 2 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაგანაჩენი დაადგინა ყაჩაღობის მუხლით ბრალდებულების ვიტალი ჩ.-ს, მამუკა გ. -ს, ბაქარი მ-ს და მინდია გ-ს მიმართ. სასამართლომ ვიტალი ჩ. სრულად გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. მამუკა გ., ბაქარი მ. და მინდია გ., რომლებსაც ასევე, ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი. სასჯელთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად  მამუკა გ.-ს 12, ხოლო  ბაქარი მ. -ს და მინდია გ.-ს 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. 

საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათზე, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, თავს დაესხნენ ლუარა ჩ.-ს და რიმა ლ.-ს, დაეუფლნენ ძვირფასეულობას და ფულს - 100 000 ლარს, 30 000 აშშ დოლარსა და 30 000 ევროს ოდენობით.

ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ. მოცემულ საქმეზე ჩატარდა 22  სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 39 მოწმე, ხოლო ბრალდებულთაგან, სასამართლოს ჩვენება მისცა  მხოლოდ ვიტალი ჩ.-მ და ისარგებლა უფლებით ეთქვა საბოლოო სიტყვა.

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, მიიჩნია, რომ უტყუარად დადასტურდა  წარდგენილი ბრალი მამუკა გ-ს, ბაქარი მ-ს, მინდია გ. -ს მიმართ. მათვე, ’’ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამოერთვათ შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული უფლებები (სატრანსპორტო საშუალების მართვის, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების, პასიური საარჩევნო უფლება და ა.შ). სასამართლომ მიიჩნია, რომ ვიტალი ჩ.-ს შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირიდამნაშავედ ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა და უტყუარად,  გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ იქნა დადასტურებული მისი ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულში. შესაბამისად ვიტალი ჩ. სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია