quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ხელახლა განიხილავს

05-06-2015

2015 წლის 5 ივნისს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი ვერ იქნა მიღებული.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სათათბიროდ 13 საათი  გამოიყენა, თუმცა კენჭისყრისას, ვერდიქტის მისაღებად საჭირო ხმათა კანონით განსაზღვრული რაოდენობა ვერ იქნა მიღწეული.

სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ეს შემადგენლობა დაითხოვა და ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის თარიღი დანიშნა.

საქმე ეხება 2014 წლის 02 სექტემბერს, ქ. თბილისში,  ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტს. წარდგენილი ბრალის მიხედვით,  საღამოს საათებში, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი გიორგი ოქროპირიძე და ვლადიმერ ბერძენიშვილი ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი, “Mercedes-Benz”-ის მარკის ავტომანქანით, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ. ხსენებული ქუჩის №48-50-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ოქროპირიძემ შენიშნა ნაცნობი - ლაშა მახარაძე, ვლადიმერ ბერძენიშვილს ავტომობილი შეაჩერებინა და ლაშა მახარაძეს გამოელაპარაკა. საუბრის დაწყებისთანავე, გიორგი ოქროპირიძე გადმოვიდა ავტომობილიდან და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლები განახორციელა ლაშა მახარაძის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ, გიორგი ოქროპირიძე  კვლავ ჩაჯდა ვლადიმერ ბერძენიშვილის კუთვნილ ავტომობილში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლაშა მახარაძე მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 

გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედება ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ - არაერთგზის; მასვე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. 

აღნიშნულ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომა 2015 წლის 10 ივნისს 12:00 საათზე დაინიშნა.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია