quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობა შეეფარდა

09-06-2015

2015 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 

საქმის მასალების თანახმად, გიორგი ოქროპირიძემ ჩაიდინა დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა, რომელსაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით (სსკ-ის 373-3,ა). 

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევის სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ და დაცვის მხარე, სასამართლოს წინაშე აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით წარსდგა. 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა  უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, გიორგი ოქროპირიძე წარსულში ნასამართლევია განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის. ამჟამად ბრალდებულია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის (სსკ-ის 109)  და მასვე, ბრალად ედება კიდევ ერთი განზრახი დანაშაულის შესაძლო ჩადენა (სსკ-ის 373-3,ა), რაც ასაბუთებს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეს.  ასევე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის  გარემოებები, რომ პირველი დანაშაულის ჩადენის შემდგომ ბრალდებული მიიმალა, ასევე, განზრახ მკვლელობის შესაძლო ჩადენის შემდგომ, ოქროპირიძე კვლავ მიიმალა და მისი გადმოცემა მოხდა ქართული მხარისათვის  არაკონტროლირებადი - ცხინვალის რეგიონიდან. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მიმალვის, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებისათვის თავის არიდებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების  საფრთხე. 

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2015 წლის 28 ივლისს 12:00 საათზე. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია