quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე დაიწყო ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა

10-06-2015

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯად, გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმის განხილვის სხდომებზე, მოსამართლის განჩინებით ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა სასამართლო განხილვების დასრულებამდე შეიზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება სასამართლომ ნაფიც მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღო. სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომლის მე-6 მუხლის  თანახმად, მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან თუ სასამართლოს აზრით ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როდესაც საქვეყნოობა ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ინტერესებს. 

ამავე სხდომაზე, სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა - გ. ოქროპირიძის ბრალდების საქმე განხილულიყო მოსამართლის მიერ, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. 

გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე დაიწყო ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა.

დღევანდელ სხდომაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე სასამართლოს ინიციატივით - ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემების, პირადი, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით - მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომები დახურა. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომებს, პროცესის მონაწილე მხარეებთან  ერთად, მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლე - ნინო დიდებულიძე დაესწრება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია