quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს სასამართლო კოლეგიურად იხილავს

12-06-2015

2015 წლის 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ივანე მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მოსამართლეთა კოლეგიური შემადგენლობით დაიწყო. საქმის მასალების გაცნობის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე ფაქტობრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით რთული კატეგორისაა. კერძოდ, ბრალდებულები არიან ქვეყნის ყოფილი, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათ ბრალი ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენაში. საქმის გარემოებებს წარმოადგენს გახმაურებული და საზოგადოებისთვის რეზონანსული ფაქტები, კერძოდ:  ე.წ  ”7 ნოემბრის”, ”ტელეიმედის”, ” მთაწმინდის პარკისა” და ”რუსთავის მეტალურგიული ქარხნის” ეპიზოდები.  საქმე მოიცავს 103 ტომს და დასაკითხია ასეულობით მოწმე. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოცემული საქმის კოლეგიური განხილვა დაედგინა სამი მოსამართლის შემადგენლობით.

 აღნიშნულ საქმეზე მომდევნო არსებითი განხილვა გაიმართება  2015 წლის 30 ივნისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია