quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

17-06-2015

2015 წლის 17 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების - აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის, გიორგი კუპრავას და დავით ფირისებიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 

წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულ გიორგი ხუტუნიშვილს, გიორგი კუპრავას, დავით ფირისებიას და აიუფ ბორჩაშვილს ბრალად ედებათ მასში,  რომ ჩაიდინეს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება, ა.ბორჩაშვილს, ასევე ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის პირების გადაბირება.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის და ა. ბორჩაშვილს ასევე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე  დაკითხულ და დასაკითხ მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა მოპოვების ხელშეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. შესაბამისად,  სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახე გამოიყენა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 5 აგვისტოს 11:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია