quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

17-06-2015

თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ე.წ ”კაბელების საქმის ” განმხილველი მოსამართლის მიმართ მიმდინარე ცილისმწამებლურ კამპანიას.  კერძოდ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, მოსამართლესა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გარემოცვის ერთ-ერთ წევრს შორის ნათესაური კავშირის არსებობისა და მოსამართლის მიერ, ქრთამის აღების თაობაზე. ასევე, მიუთითებენ სასამართლოს მხრიდან წინასასამართლო ეტაპის განზრახ გაჭიანურების შესახებ. 

თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საქმე სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია და ჯერ ისევ წინასასამართლო განხილვის ეტაპზეა, შესაბამისად, ბრალდებულების მიმართ არ დამდგარა შემაჯამებელი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება. მხარეების, საზოგადოების წევრების, საქმის მიმდინარეობით დაინტერესებული სხვა პირების და პოლიტიკოსების მხრიდან მედიასაშუალებებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ხელს უწყობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და შეიცავს მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზემოქმედების მცდელობის ნიშნებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს მსგავსი ცილისმწამებლური განცხადებების ავტორებს, სიფრთხილით მოეკიდონ მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ასევე, დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და ზემოხსენებული ფაქტების შესახებ, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, მიმართონ შესაბამის ორგანოებს. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია