quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ე. წ ”კაბელების საქმეზე” ბრალდებულები პირადი თავდებობით განთავისუფლდნენ

19-06-2015

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე. წ ”კაბელების საქმეზე”  ბრალდებულები  პირადი თავდებობის საფუძველზე სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. ბრალდებულებს გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, დავით წიფურიას, გიზო ღლონტსა და ნუგზარ კაიშაურს საქართველოს პარლამენტის ხუთი წევრი: ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, ზურაბ აბაშიძე, შალვა შავგულიძე და ირაკლი ჩიქოვანი  პირად თავდებად დაუდგა. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა,  მათთვის   აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობის, გირაოთი - თითოეულისათვის 10-10 ათასი ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე. დღევანდელ სხდომაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლებიც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან სასამართლოს შეხედულებისამებრ, პირადი თავდებობის გამოყენებას ითხოვდნენ.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკით და მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აღარ არსებობდა რელევანტური საფუძვლები ბრალდებულთა განგრძობად პატიმრობაში დატოვებისათვის.  აღკვეთის ღონისძიების მიზნებისა და ბრალდებულთა სათანადო ქცევის უზრუნველყოფა შესაძლებელია პირადი თავდებობის გამოყენებით.

 

მომდევნო სხდომა 2015 წლის 26 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია