quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიცი მსაჯულების განსჯადი მორიგი სისხლის სამართლის საქმის განხილვა იწყება

19-06-2015

დღეს, თბილსის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დაასრულა ნაფიცი მსაჯულების განსჯად მორიგ სისხლის სამართლის საქმეზე მსაჯულთა შერჩევის პროცესი, ბრალდებულ მამუკა ბრეგვაძის მიმართ. საქმის არსებითი განხილვა 2015 წლის 22 ივნისს, 13:00 საათზე დაიწყება.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, მამუკა ბრეგვაძეს ბრალად ედება ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. 

აღნიშნულ საქმეზე, მამუკა ბრეგვაძესთან ერთად ბრალდებული პირების - მალხაზ ჯოხაძის, ზაზა ჩხიკვიშვილის და ზვიად ბრეგვაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად და დაუბრუნდა პროკურორს განრიდების განხორციელების მიზნით.

ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად ჩატარდა 9 სხდომა, ხოლო დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა შერჩეულ კანდიდატთაგან 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან  საქმის არსებით განხილვაში. 

ნაფიც  მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა. სხდომის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს  ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია