quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გრძელდება ნაფიცი მსაჯულების განსჯადი მორიგი საქმის არსებითი განხილვა

23-06-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ნაფიცი მსაჯულების განსჯადი მორიგი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ბრალდებულ მამუკა ბრეგვაძის მიმართ.


საქმე ეხება ცრუმაგიერ საწარმოთა დაფუძნების ფაქტს. საქმის მასალების თანახმად, დაფუძნებული საწარმოების საოფისე ფართები საბაზრო ღირებულებასთან შედარებით,  გაცილებით დაბალ ფასად იჯარით გაიცემოდა. აღნიშნული სქემით, დივიდენდის სახით პარტნიორთა შორის  გასანაწილებელი შემოსავალი მცირდებოდა, ხოლო ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად მიღებულ შემოსავალს  მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა.


მამუკა ბრეგვაძეს ბრალად ედება ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.


სხდომაზე, ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას. ასევე, წილისყრით აირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული, რომელიც თათბირს ხელმძღვანელობს, სხვა მსაჯულებთან ერთად ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო სხდომაზე აცხადებს მას.


ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგნენ, დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა ეტაპი. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია