quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს პასუხობს

23-06-2015

 

თბილისის საქალაქო სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის მიერ, დღეს საჯაროდ გავრცელებული მცდარი ხასიათის განცხადებებთან დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა დამცველის მხრიდან საგანგაშოა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საქმე ეხება ყოფილი პროკურორებისათვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გასაჩივრდა სასამართლოში. 2012 წლიდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მსგავსი სასარჩელო განცხადება განიხილა, რომელთაგანაც ყველა დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის შესაბამისი გადაწყვეტილებები გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო წესით და ყველა მათგანი დარჩა უცვლელად და შევიდა კანონიერ ძალაში. ამდენად, სასამართლოში დადგენილია  პრაქტიკა სადავო საკითხთან  დაკავშირებით. 

რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებას გასაჩივრებული და სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტების სხვადასხვაობის შესახებ, სასამართლო ერთმნიშვნელოვნად განმარტავს, რომ თითოეულ ადმინისტრაციულ საქმეში (ბატონი ზაზა ხატიაშვილის მიერ ნახსენებია სამი ასეთი საქმე) არსებობს მხოლოდ თითო გასაჩივრებული აქტი, რომელებიც ბათილად სცნო სასამართლომ. ამდენად, გაუგებარია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ზემოაღნიშნული განცხადების საფუძველი და მიზანი. 

თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ადვოკატთა ასოციაციის თავჯდომარეს დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, როგორც იურისტმა, მიმართოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. თავის მხრივ კი, მოსამართლეები იტოვებენ უფლებას, პატივისა და ღირსების შელახვისათვის დაიწყონ წარმოება">სამართალწარმოება სამოქალაქო წესით. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია