quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიცმა მსაჯულებმა მამუკა ბრეგვაძის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს

06-07-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ქონებრივი დაზიანების მიყენების ფაქტზე, ბრალდებულ მამუკა ბრეგვაძის მიმართ.

მამუკა ბრეგვაძეს ბრალად ედებოდა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.  

ნაფიცმა მსაჯულებმა  ბრალდებულის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს, კერძოდ მსაჯულებმა ბრალდებული დიდი ოდენობით მიყენებული ზიანის ნაწილში გაამართლეს, ხოლო ჯგუფურ დანაშაულში გაამტყუნეს. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, მსაჯულებმა მონაწილეობა მიიღეს  სასჯელის დანიშვნის სხდომაში და სასამართლოსასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციით მიმართეს. სასამართლომ მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი)  წლის ვადით განუსაზღვრა.  2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მ. ბრეგვაძე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. 

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის  საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია