quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

09-07-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც სასამართლომ მიიჩნია,  რომ სასაფლაოს მოწყობა  მზრუნველობამოკლებული ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულების  სიახლოვეს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საზოგადოებრივ ინტერესებს და ასევე, ნეგატიურ გავლენას მოახდენს  მზრუნველობამოკლებული ბავშვების ფსიქო-ემოციურ განწყობაზე. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების:  რკ „პირველი საკრედიტო კავშირი“, სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალი“ და შპს „გრინ დეველოპმენტის“ სარჩელი, მოპასუხე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. საქმეში მესამე პირად სასამრთლომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ ‘’ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი’’ ჩართო. მხარეთა შორის დავის საგანს ქ.თბილისის მთავრობის იმ დადგენილების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომლის თანახმადაც მოსარჩელეებს არ მიეცათ ბავშვთა სოფელის მახლობლად, მათ კუთვნილ ტერიტორიაზე დაეწყოთ სასაფლაოს მშენებლობა.

 

მოსარჩელეებმა სოფელ თხინვალას მიმდებარედ,  სასაფლაოს მოწყობაზე  ნებართვის მისაღებად  მიმართეს  ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს. თავდაპირველად, გაიცა შესაბამისი ნებართვა, რაც მოგვიანებით ამავე უწყების დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა. მოსარჩელეთა განმარტებით, ნებართვაზე  უარი გამოიცა კანონდარღვევით, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და წარმოებაში დაინტერესებულ მხარეთა ჩართვის გარეშე.

 

მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განმარტა, რომ მათ მიერ თავდაპირველი თანხმობის გაცემის შემდეგ, გამოვლინდა ახალი გარემოებანი, კერძოდ, მოსაწყობი სასაფლაოს მიმდებარედ განლაგებულია 13 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომლებშიც ფუნქციონირებს  მზრუნველობამოკლებული ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულებები და სასაფლაოს მოწყობა ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ბავშვების ფსიქო-ემოციურ განწყობაზე.  შესაბამისად, გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება საფუძვლიანია და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლომ, წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასაფლაოს სოფელ თხინვალას მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობა წინააღმდეგობაში მოდის „ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ„ ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება">გადაწყვეტილებასთან, რომელიც ადგენს, რომ სასაფლაო  საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან სულ ცოტა 300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული და განლაგდეს გარეუბანში. სასამართლომ, ასევე გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, რომელიც იცავს ინდივიდის უფლებას - პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელ ადგილსა და მიმოწერას.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია