quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა შეუფარდა

09-07-2015

2015 წლის 9 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ამჟამად ძებნაში მყოფ,  ბრალდებულ დავით კეზერაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 

წარდგენილი ბრალდების თანახმად, დავით კეზერაშვილის ბრალად ედება გამოძალვა, ე.ი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, სხვისი ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. (სსკ-ის 181-ე მუხლის  მე-2 ნაწილის გ ქ/პ).

სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მიიჩნია, რომ  დავით კეზერაშვილის მიმართ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე, ფაქტობრივი საფუძვლები. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, ვერ იქნებოდა მიღწეული აღკვეთის ღონისძიების მიზნები. დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 24 აგვისტოს,  12:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია