quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას საქმის განხილვა დაიწყო

10-07-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მორიგი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო ბრალდებულების - კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რამაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კობა ხარშილაძეს, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსს და მიხეილ ძაძამიას, როგორც დაცვის ცვლის უფროსს, ბრალად ედებათ სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სხდომაზე, წილისყრის საფუძველზე, არჩეულ იქნა უფროსი ნაფიცი მსაჯული, რომელიც ხელმძღვანელობს თათბირის პროცედურას, სხვა მსაჯულებთან ერთად აწერს ხელს  და სხდომაზე აცხადებს ვერდიქტს. დღესვე, მსაჯულებმა დადეს ფიცი, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის უფლება-მოვალეობას.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელა (ნაფიცი მსაჯულების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, არ ესწრებოდნენ ამ ეტაპს). მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპზე შეიზღუდა ვიდეო გადაღება და ვინაიდან შუამდგომლობის განხილვისას გაცხადდებოდა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შემცველი დეტალები, სასამართლომ სხდომა შუამდგომლობის განხილვის ნაწილში დახურა. 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგნენ.

 

მომდევნო სხდომა  2015 წლის 14 ივლისს, 11:00  გაიმართება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია