quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ „პანორამა თბილისის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეების მიმართ დადგენილება გამოიტანა

23-07-2015

 „პანორამა თბილისის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე ალექსანდრე გიორგაძის, ბესიკ კალაძისა და მარიამ ნანობაშვილის მიმართ თბილსის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 23 ივლისის დადგენილებით, ადმინისტრაციული წარმოება">სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები ირაკლი მგალობლიშვილი, ნატალია ფერაძე, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი, გიორგი მაქარაშვილი, კონსტანტინე ჩაჩანიძე, ანა მამულაშვილი და ვახტანგ ქარელი სამართალდამრღვევებად სცნო და თითოეული მათგანი 100 ლარით დააჯარიმა">ჯარიმა. სამართალდამრღვევებს ჯარიმის გადასახდელად 7 დღე განესაზღვრათ. 

საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების თანახმად, ხსენებული პირები 2015 წლის 20 ივლისს ქ.თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ იყვნენ შეკრებილნი, თან ჰქონდათ ფურცლები უცენზურო წარწერებით, რომელსაც ხმამაღლა სკანდირებდნენ.  ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება, რითაც უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცნენ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით ( სასკ-ის 166 მუხლი), ხოლო ირაკლი მგალობლიშვილი და ალექსანდრე გიორგაძე, ასევე  სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით (სასკ-173). 

ღია სასამართლო სხდომაზე არცერთმა მათგანმა არ აღიარა მათი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტები .

საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული დაკავების ოქმების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდგომ, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ი. მგალობლიშვილის, ნ. ფერაძის, ე. მალაშევსკი-ჯაყელის, გ. მაქარაშვილის, კ. ჩაჩანიძის, ა. მამულაშვილის და ვ. ქარელის მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ფაქტები, ხოლო ირაკლი მგალობლიშვილისა და ალექსანდრე გიორგაძის მიმართ  სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია