quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ საბის მკვლელობისათვის ბრალდებულის მიმართ განაჩენი დაადგინა

07-08-2015

2015 წლის 7 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი მიიღო ბექა ბერიანის (ტრანსგენდერი საბი) განზრახ მკვლელობის,ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანებისათვის ბრალდებული ლევან კოჭლაშვილის მიმართ და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქმის მასალების თანახმად, 2014 წლის 10 ნოემბერს ქ.თბილისში, ბუხაიძის ქ. N26-ში, ლევან კოჭლაშვილმა განზრახ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ამავე მისამართზე მცხოვრები ბ.შ.-ს მიმართ და მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანებები. იმავე დღეს, ქ.თბილისში, პეკინის ქუჩა N14ბ-ში, ლევან კოჭლაშვილმა ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ბექა ბერიანს, რომელიც მიყენებული ჭრილობების გამო შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ლევან კოჭლაშვილმა აღნიშნულ ბინაში განზრახ გააჩინა ხანძარი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.  ხანძრის შედეგად დაზიანდა პეკინის ქუჩა N14ბ , ბინა N32 და ბინის მეპატრონეს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ლევან კოჭლაშვილს ბრალი წარედგინა ბექა ბერიანის განზრახ მკვლელობისათვის (სსკ-ის 108-ე მუხლი), ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 125-ე მუხლის I ნაწილი)  და სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით ( სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწ). 

 

სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დაადგინა, რომ ბრალდებული მოქმედება მართლზომიერად და იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ბრალდების მხარის მიერ, ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განზრახ მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში ლ. კოჭლაშვილი გამართლდა. რაც შეეხება, ძალადობისათვის და სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისათვის წარდგენილ ბრალდებებს, სასამართლომ ლ. კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო და საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სასამართლოგანაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია