quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

11-09-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ქურდობის მცდელობისათვის ბრალდებულ ნუგზარ ღ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდა და გირაოს შემტან პირს  სრულად დაუბრუნდება. 

წარდგენილი ბრალის თანახმად, 2014 წლის 14 მარტს, ქ.თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის მიმდებარედ, ნუგზარ ღ. შეეცადა ანა.მ-ს ხელჩანთიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ამ უკანასკნელის კუთვნილ საფულეს, მასში მოთავსებული ნივთებით. დაზარალებულმა იგი ქმედების განხორციელებისას შენიშნა, რის გამოც მან  განზრახული სისრულეში ვერ მოიყვანა. შესაბამისად, მას წარედგინა ბრალი ქურდობის მცდელობის კვალიფიკაციით. (სსსკ-ის 19, 177-1) 

ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ. აღნიშულ საქმეზე სულ 10 სასამართლო სხდომა გაიმართა და დაიკითხა 7 მოწმე

სასამართლომ მიიჩნია, რომ ნუგზარ ღ.-ს მიმართ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირიდამნაშავედ ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ირიბი ჩვენებები მტკიცებულებას აღარ წარმოადგენს, ხოლო ერთი პირდაპირი ჩვენება ვერ ქმნის პირიდამნაშავედ ცნობისათვის საკმარის საფუძველს.  სასამართლო სხდომებზე ნუგზარ ღ.-ს ბრალეულობა ვერ იქნა დადასტურებული შერაცხულ დანაშაულში და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით, სასამართლოგანაჩენი ბრალდებულის სასარგებლოდ გამოიტანა.  

 სასამართლოგანაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია