quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნარკოდანაშაულში ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა

16-09-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, ბრალდებულ მარინე ზ.-ს მიმართ.  სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

წარდგენილი ბრალის თანახმად, მარინე ზ.-მ  2015 წლის იანვარში, თურქეთში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6,6515 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ფხვნილი და გრანულები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2,3223 გრამი ნარკოტიკული  საშუალება მეტამფეტამინის შემცველი კრისტალები, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად და 2015 წლის 20 იანვარს სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტ”-ის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. ( სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”ა” ქ/პ და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქ/პ)

ღია სასამართლო სხდომებზე ბრალდებული თავს დამნაშავედ სცნობდა.

სასამართლომ გამოიკვლია მოწმეთა ჩვენებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და არგუმენტები და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებული მარინე ზ. დამნაშავედ სცნო. ბრალდებულს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.  

სასამართლოგანაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია