quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობა არ გააუქმა

18-09-2015

2015 წლის 18 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის ადვოკატების შუამდგომლობა, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების თაობაზე.  

საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის მიმართ განმეორებითი პატიმრობის გამოყენება ყოველთვის არ არის არაკონსტიტუციური. კერძოდ, პატიმრობის განმეორებით გამოყენება შესაძლოა იმ დანაშაულისათვის, რომელიც პირმა პირველ საქმეზე პატიმრობის შეფარდების შემდეგ ჩაიდინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა და ჩათვალა, რომ პატიმრობა გიორგი ოქროპირიძის მიმართ, განმეორებით  გამოყენებულ იქნა მაშინ, როდესაც მან შესაძლო ახალი დანაშაული პირველი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ ჩაიდინა (ნაფიც მსაჯულთა განსჯადი ლ. მახარაძის განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმე).  მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა განმეორებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების- პატიმრობის გაუქმების საფუძველი და შესაბამისად, ბრალდებული გ. ოქროპირიძე ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე რჩება პატიმრობაში. 

აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სხდომა გაიმართება 2015 წლის 24 სექტემბერს, 16:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია