quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

28-09-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ქალთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ გაიზიარა ‘’ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით“, „ევროპის სოციალური ქარტიით“, ’’ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტითა’’ და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული  და გარანტირებული ქალთა შრომითი უფლებები და დააკმაყოფილა მოსარჩელე ნინო თ.-ს სასარჩელო მოთხოვნა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობის წინააღმდეგ.  დავის საგანს გამგეობის იმ ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს შეეზღუდა უფლება მიეღო კანონმდებლობით დადგენილი დეკრეტული საშვებულებო დრო და ანაზღაურება. 

წარმოდგენილი სარჩელით,  ნინო თ.-მ განმარტა, რომ 2014 წლის 21 ოქტომბერს, მისივე წერილობითი თანხმობით  გადაიყვანეს დროებით მოვალეობის შემსრულებლად და განუმარტეს, რომ აღნიშნული არ მოახდენდა გავლენას ორსულობისა და მშობიარობის გამო კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობაზე. მოგვიანებით მოპასუხემ ცვლილება შეიტანა თავისივე გამოცემულ ბრძანებაში და მოსარჩელე ნინო თ.-ს კუთვნილი 183 დღიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება შეუმცირა.

მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობა არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებით, დროებით მოვალეობის შემსრულებლის სასამსახურო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს და ამ დროის შემცირებასთან ერთად, თანმდევად უნდა შემცირებულიყო მოსარჩელის საშვებულებო ვადაც.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დაადგინა, რომ სადავო ბრძანება გამოიცა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. „ევროპის სოციალური ქარტიის“ თანახმად, დასაქმებულ ქალთა უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ დასაქმებული ქალები ბავშვის დაბადებამდე და დაბადების შემდეგ, არანაკლებ თოთხმეტი კვირის ხანგრძლივობის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით, ადეკვატური სოციალური უზრუნველყოფით ან სახელმწიფო ფონდებით გათვალისწინებული შეღავათებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალთა შრომის უფლება სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ კატეგორიას განეკუთვნება და საქართველოს კანონმდებლობაც იცავს ორსული ქალის შრომით უფლებებსა და მისი დაცვის რიგ გარანტიებს ქმნის. საერთაშორისო მოთხოვნათა და საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სასამართლომ დავა მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დაადგინა, რომ  ნინო თ.-ს ორსულობისა და მშობიარობის გამო უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი ანაზღაურებადი შვებულება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია