quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

08-10-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სამოქალაქო წარმოება">სამართალწარმოება ნანა დავითაიას სარჩელზე, მოპასუხე თეიმურაზ უგულავას მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს სრულწლოვანი">არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის გადახდის დაკისრება, თანამესაკუთრედ აღიარება და ვალდებულების შესრულების დაკისრება წარმოადგენდა. 

აღნიშნული დავა, ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოწარმოებაშია, თუმცა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან  არიდების  მიზნით, სასამართლო განმარტავს, რომ   ნანა დავითაიას სასარჩელო მოთხოვნა - ბავშვთან დაკავშირებული მოთხოვნების თაობაზე სრულად  დაკმაყოფილდა.  კერძოდ, მოსარჩელეს  აუნაზღაურდება ქ. ნიუ-იორკში ცხოვრების საფასური (ბინის ქირა, სამედიცინო-საგანმანათლებო დაწესებულების, ძიძის მომსახურების, პირადი მენეჯერის მომსახურების, ენის კერძო მასწავლებლის და კერძო ექიმის მომსახურების საფასური), რამაც ჯამურად შეადგინა 48 263 აშშ დოლარი. ასევე მოპასუხეს დაეკისრა ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა  10 000 აშშ დოლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

სასამართლომ გაიზიარა გაეროს „ბავშვთა უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის დანაწესი, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა მისი ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები ძირითადი ზრუნვის საგანია. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მიიღოს ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომა, რათა  უზრუნველყოფილი იყოს ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის. 

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი გაუთვალისწინებელი ხარჯების  20 000აშშ დოლარისა  და 7 320აშშ დოლარის ოდენობით  მოპასუხისათვის დაკისრება, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მისი აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად არ არსებობდა დამატებითი თანხის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება ყოფილ  მეუღლეებს შორის არსებულ ქონებრივ დავას, მოთხოვნილი ქონების ნაწილზე მხარეთა უფლებებს არეგულირებს და იცავს     საქორწინო ხელშეკრულება,  რომლის პირობების დარღვევა თ. უგულავას მხრიდან სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია. 

სასამართლო იზიარებს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებულ ქალთა უფლებებს, თუმცა მართლმსაჯულების განხორციელებისას  თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, სასამართლო თანაბარ პირობებში აყენებს მხარეებს, მიუხედავად მათი გენდერული კუთვნილებისა. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია