quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

16-10-2015

2015 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ,  გამამართლებელი განაჩენი დაადგინა ბრალდებულების ზაზა კაპანაძის, გია ნაცვლიშვილის, გიორგი საბანაძისა და სერგო ქავთარაძის მიმართ. 

წარდგენილი ბრალის თანახმად, გია ნაცვლიშვილსა და ზაზა კაპანაძეს ბრალად ედებოდათ თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. ასევე, ბრალად ედებოდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ხოლო, გიორგი საბანაძესა და სერგო ქავთარაძეს ბრალად ედებოდათ დახმარება თაღლითობაში, ესე იგი დახმარება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით. 

საქმე ეხება, 2009 -2012 წლებში, დედაქალაქში აღმაშნებელისა და მარჯანიშვილის გამზირებზე, კალაუბნისა და ზაარბრიუკენის მოედნებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის დროსაც, ა (ა)იპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ და „თბილისის განვითარების ფონდიდან“ დანაშაულებრივი გეგმით, ბრალდებულები დაეუფლნენ  დიდი ოდენობით ფულად თანხას 4 052 108 ლარის ოდენობით.  საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა შესაბამის დოკუმენტაციაში სამუშაოთა რეალურ ღირებულებასთან შედარებით გაზრდილი ფასები დააფიქსირეს. 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 25 სხდომა. დაიკითხა ბრალდების 16 მოწმე, გამოქვეყნდა ერთი მოწმის ჩვენება, ასევე დაიკითხა ორი ბრალდებული და დაცვის  3  მოწმე

სასამართლომ, მხარეთა ახსნა - განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის და მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ, მიიჩნია, რომ ბრალდებულთა მიმართ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირთა დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად, მათი ბრალეულობა ვერ იქნა დადასტურებული შერაცხულ დანაშაულში და სასამართლოგანაჩენი ბრალდებულთა სასარგებლოდ გამოიტანა.

სასამართლოგანაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია