quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბრემენის მოსამართლეთა დელეგაციის ვიზიტი თბილსის საქალაქო სასამართლოში

20-10-2015

2015 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრემენის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე კლაუს შლუტერი და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ელენ ბესტი ეწვივნენ. სტუმრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა და სასამართლოს მენეჯერმა მაკა თოდუამ უმასპინძლეს.

მამუკა ახვლედიანმა უცხოელ კოლეგებს საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სასამართლოში საქმის განაწილების ახალ მოდულზე, რომელიც საქმის სირთულის მიხედვით განაწილებას გულისხმობს. მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს მენტორი მოსამართლეების გადამზადების პროცესზე. სტუმრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ამ კუთხით თავიანთი გამოცდილების გაეზიარებინათ. თბილისის საქალაქო სასამართლო, თავის მხრივ, დაინტერესდა ბრემენის საქალაქო სასამართლოს ორგანიზაციული მოწყობითა და მენეჯმენტის საკითხებით. შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემური საკითხების მოგვარების გზებზე, სამომავლოდ, მხარეები ურთიერთთანამშრომლობას გეგმავენ.

მამუკა ახვლედიანმა დელეგაციის წევრებს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა. სტუმრებმა სასამართლო სხდომის დარბაზები, მედიაციის სასესიო ოთახები, აპარატის თანამშრომელთა და მოსამართლეთა სამუშაო ოთახები მოინახულეს. ასევე, გაეცნენ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მუშაობას.

ბრემენის მოსამართლეთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითა და მხარდაჭერით ხორცილდება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია