quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა

23-10-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა ე.წ. ”17 მაისის” საქმეზე ბრალდებულების ირაკლი (მამა იოთამ) ბასილაიას, ბექა სალუქვაძის, ტარიელ დავრიშიანის და გიორგი ბასიაშვილის მიმართ. მათ ბრალად ედებოდათ შეკრებაში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ხოლო გიორგი ბასიაშვილს ასევე ძალადობის მუქარით.

საქმის მასალების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაცია ”იდენტობის” და მათი მხარდამჭერების მიერ 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე ბრალდებულებმა საშუალება არ მისცეს შეკრებილ მოქალაქეებს ჩაეტარებინათ დაგეგმილი აქცია და ჩადენილი ძალადობით უკანონოდ ხელი შეუშალეს შეკრებაში მიეღოთ მონაწილეობა. კერძოდ, მათ გაარღვიეს პოლიციის მიერ უსაფრთხოების მიზნით გაკეთებული კორიდორები და კორდონები და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცყოფას. ასევე, შეეცადნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ აქციაზე შეკრებილებს.

საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და უარყვეს შეკრებისათვის ძალადობით ხელის შეშლა.

სასამართლომ განიხილა და შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასევე, გამოიკვლია მოწმეთა ჩვენებები და მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება იმ პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტთან ერთად, პირთა დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე ვერ დაადასტურეს ბრალდებულთა მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სასამართლოსაქმეზე ბრალდებულად ცნობილი ოთხივე პირი უდანაშაულოდ სცნო და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია