quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

მოსარჩელეების ქიბარ ხალვაშისა და შპს "პანორამას" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

03-11-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა  მოსარჩელეების ქიბარ ხალვაშის და შპს ”პანორამას“ სარჩელი  მოპასუხეების- ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს ”ტელეკომპანია საქართველოს”, ნინო ნიჟარაძეს, შპს ”ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯიას”, შპს ”გეო-ტრანსის” და შპს ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” წინააღმდეგ. მხარეებს შორის დავის საგანს ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო და მომიჯნავე უფლებების რეალიზება, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობა, ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისა და ზემოაღნიშნული სხვა უფლებების უგულვებელყოფის გამო ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა. 

მოსარჩელის განმარტებით, ფიქტიურ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მან იძულებით გაასხვისა წილები სხვადასხვა იურიდიულ და კერძო პირთა სასარგებლოდ, რომლებიც მოგვიანებით, თავის მხრივ მესამე პირებზე გასხვისდა. ხელშეკრულებაში მითითებული თანხები, სადავო წილების საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალი იყო, თუმცა გამსხვისებელს ეს ანაზღაურებაც არ მიუღია. ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა „რუსთავი 2“-ის ლოგოსა და გადაცემების - „ბოიარდის სასახლე“, „უკანასკნელი გმირი“, და „ჯეობარი“ ავტორად აღიარება, გადაცემათა შემოსავლის კომპენსირება (500 000 აშშ დოლარის  ოდენობით) და ასევე 18 367 868,8 ლარის, როგორც მიუღებელი მოგების ანაზღაურების, სოლიდარულად დაკისრება მოპასუხეების ლევან და გიორგი ყარამანიშვილების, შპს „ტელეკომპანია საქართველოსა“ და ნინო ნიჟარაძის მიმართ. 

მოპასუხე მხარე, არ  დაეთანხმა სარჩელს და განმარტეს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ის ლოგოს ცვლილება, 2003, 2010 და 2013 წლებში, რა დროსაც ქ. ხალვაშს ტელეკომპანიასთან შეხება არ ჰქონია.  მათივე განმარტებით, სამაუწყებლო კომპანია სადავო ტელეგადაცემებთან მიმართებაში სარგებლობს მხოლოდ ფორმატის გამოყენების ლიცენზიით, თანაავტორობის გარეშე.  რაც შეეხება იძულებით დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებს,  მხარეთა განმარტებით ისინი არ წამოადგენდნენ ხელშეკრულების მხარეებს, შესაბამისად ინფორმაციას იძულების ფაქტთან დაკავშირებით არ ფლობენ, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმის ჩვენება, შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტაცია სადავო ხელშეკრულებების კანონსაწინააღმდეგო და ამორალური ხასიათისა და იძულების თაობაზე. შესაბამისად, ხელშეკრულებები, რომლებიც კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული, სასამართლომ ბათილად სცნო. რაც შეეხება, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოთხოვნებს, სასამართლომ აღადგინა შპს „პანორამა“-სა (40%)  და ქიბარ ხალვაშის (60 %)  საკუთრების უფლებები. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნები ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და მომიჯნავე უფლებებისა და მიუღებელი შემოსავლის მიღების ნაწილში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია