quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ ჯოკია ბოდოკია დამნაშავედ სცნო

04-11-2015

2015 წლის 4 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დაასრულა ქრთამის მოთხოვნისა და მიღების ფაქტზე ბრალდებულ ჯოკია ბოდოკიას საქმის განხილვა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განუსაზღვრა.

ჯოკია ბოდოკიას ბრალად ედებოდა მოხელის მიერ ფულის პირდაპირ მოთხოვნა და მიღება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი და განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

საქმის მასალების მიხედვით, ჯოკია ბოდოკია, რომელიც იყო საჯარო მოხელე, შპს ”დარიოუშის” წარმომადგენელს ნ.მ.-ს დახმარებას დაჰპირდა სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მიღებასა და შესაბამისი ნებართვის გარეშე სადემონტაჟო სამუშაოების შესრულებაში. ასევე, შეთანხმების თანახმად, ბრალდებული სამსახურებრივ მფარველობას გაუწევდა კომპანიას მშენებლობის პროცესში წარმოშობილ საკითხებთან დაკავშირებით. 2015 წლის 11 თებერვალს ჯოკია ბოდოკიამ ნ.მ.-ს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 12 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების მხარის 14 და დაცვის მხარის 1 მოწმე. საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ.

სასამართლომ განიხილა და შეისწავლა საქმეში არსებული და სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობათა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ჯოკია ბოდოკიამ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული. სასამართლომ მას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით განუსაზღვრა.

ასევე, მას ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის ვადით. სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია