quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილს სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

05-11-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაასრულა სამართალდარღვევის ოქმის განხილვა თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ და იგი სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა სასამართლოს დადგენილებით, იგი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. 

ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2015 წლის 16 ოქტომბერს, რუსთაველის გამზ. N25 მიმდებარედ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს თამარ ჩერგოლეიშვილი, თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისათვის. კერძოდ, მან გარე განათების ბოძზე განათავსა სხვადასხვა სახის პლაკატები, ხსენებული ადგილი კი არ იყო საამისოდ გამოყოფილი. ჩადენილი ქმედებით დაირღვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ის მუხლი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.(ასკ-ის 150-ე მუხ. I ნაწ). 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სამართალდარღვევათა ოქმს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები და თამარ ჩერგოლეიშვილი სამართალდამრღვევად სცნო, თუმცა ჩადენილი ქმედების მცირე მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

დადგენილება">დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია