quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

06-11-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა იური ვაზაგაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილის მიმართ და მას დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. 

გიორგი სოსანაშვილს ბრალი ედებოდა  განზრახ მკვლელობაში მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სისასტიკით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მასვე ბრალი ედებოდა, იმაში, რომ მან ჩაიდინა ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

საქმის მასალების თანახმად, გიორგი სოსანაშვილს, რომელიც 2013 წლის 30 სექტემბრიდან დაინიშნა შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალკის სამმართველოს ავრანლოს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, წლების მანძილზე ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ე.წ. ”კორტების სპეცოპერაციაში” მონაწილე პოლიციის მუშაკებთან. იური ვაზაგაშვილი აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში ჩიოდა სხვადასხვა ინსტანციაში და მოითხოვდა მისი შვილის მკვლელობის საქმეში ფიგურანტი პოლიციელების მკაცრად დასჯას. გიორგი სოსანაშვილმა შეიტყო, რომ იური ვაზაგაშვილის მოთხოვნისა და საზოგადოებრივი აქტიურობის გამო, სამსახურიდან დაითხოვეს აღნიშნულ სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები, რომლებთანაც ის მეგობრობდა. სოსანაშვილმა გადაწყვიტა, მისი თავიდან მოშორების მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით მოეკლა იგი. ბრალდებულმა, იცოდა, რომ იური ვაზაგაშვილი სისტემატიურად დადიოდა შვილის საფლავზე, საფლავის ქვასთან მისასვლელი ფილის ქვეშ დაამონტაჟა ხელის მსხვრევადი ყუმბარა. მას შემდეგ, რაც მსხვერპლი შეეხო ფილას, ყუმბარა მოვიდა მოქმედებაში და იგი აფეთქდა, რითაც საფრთხე შეექმნა ახლოს მყოფ პირთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ხოლო თავად ვაზაგაშვილი, აფეთქების შედეგად, მწვავე სისხლნაკლებობით ადგილზე გარდაიცვალა. 

სისხლის სამართლის საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა, სასამართლო სხდომებზე დაკითხულმა მოწმეებმა, ექსპერტებმა, არაერთმა გამოკვლეულმა ექსპერტიზის დასკვნამ, ასევე სხვა წერილობითმა მტკიცებულებებმა საბოლოო ჯამში შექმნა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებმაც სასამართლო დაარწმუნა  გიორგი სოსანაშვილის ბრალეულობაში,  რის გამოც მის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებებლი განაჩენი. კერძოდ, გიორგი სოსანაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის (სსკ 109-ე მუხ. პირველი ნაწ. ,,გ" ქ/პ და მესამე ნაწ. ,,ბ" და ,,ვ" ქ/პ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20(ოცი) წლის ვადით.  ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა  (სსკ 236-ე მუხ. პირველი ნაწ.) და ტარებისათვის (სსკ 236-ე მუხ. მეორე ნაწ. ) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) და 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, საბოლოო სასჯელივადა 20 წლით განისაზღვრა.  

სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია