quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და მითვისების ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

09-11-2015

2015 წლის 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დაასრულა საქმის განხილვა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და მითვისების ფაქტებზე ბრალდებულების - თამარ ფხოველიშვილის, ნათია ნავროზაშვილის და ზურაბ ნუცუბიძის მიმართ. 

საქმის მასალების თანახმად, თამარ ფხოველიშვილს 2012 წლის 21 დეკემბრიდან 2015 წლის 01 იანვრამდე შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“  ერთ-ერთ ფინანსურ სამმართველოში ეკავა მაღალი თანამდებობები.  2013 წლის დასაწყისში,  მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. თ. ფხოველიშვილმა ხსენებული განზრახვა გაანდო მეუღლეს- ზურაბ ნუცუბიძეს და  ამავე კომპანიის ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების სამმართველოს უფროსს ნათია ნავროზაშვილს. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, მითვისებული თანხისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, თითქოსდა გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ, სხვადასხვა ოდენობის თანხა გადარიცხეს რამდენიმე ფიქტიური ორგანიზაციის სახელზე. შედეგად, ორგანიზებული ჯგუფმა მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ მიღებული შემოსავლის- 2 271 308 ლარის ლეგალიზაცია. 

წარდგენილი ბრალის თანახმად, ზურაბ ნუცუბიძეს ბრალად ედებოდა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ,  დიდი ოდენობით, ხოლო თამარ ფხოველიშვილისა და ნათია ნავროზაშვილს აგრეთვე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. 

სამივე ბრალდებულს, ასევე ბრალად ედებოდათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ე.ი უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ქონების ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრებისა და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 

ღია სასამართლო სხდომებზე, ზ.  ნუცუბიძემ არ სცნო, ხოლო თ. ფხოველიშვილმა ნაწილობრივ სცნო თავი დამნაშავედ. 

რაც შეეხება ბრალდებულ ნათია ნავროზაშვილს, მან სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და ბრალის აღიარების საფუძველზე  ბრალდებულთან დამტკიცდა  საპროცესო შეთანხმება. მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 2 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 წელი ჩაითვალა პირობითად. 

სასამართლოსაქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებებისა და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ წარმოდგენილიპირის ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა და შესაბამისად, თამარ ფხოველიშვილი და ზურაბ ნუცუბიძე დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში. მათ, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. 

სასამართლოგადაწყვეტილება">გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ნათია ნავროზაშვილის ნაწილში 15 დღის ვადაში. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია