quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მორიგი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

09-11-2015

2015 წლის 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო საამართლოში განზრახ მკვლელობის, ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცემის ფაქტებზე დაიწყო  ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ბრალდებულ გიორგი იორამიშვილის მიმართ.

ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად ჩატარდა 9  სხდომა, ხოლო დღევანდელ სხდომაზე განისაზღვრა შერჩეულ კანდიდატთაგან 12 ძირითადი და 2 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან  საქმის არსებით განხილვაში.

ღია სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ დაცვის  და ბრალდების მხარეებს და ნაფიც მსაჯულებს მათი უფლება-მოვალეობები განუმარტა. მსაჯულებს მიეცათ განმარტება გამოსაყენებლი კანონის თაობაზე, ასევე განემარტათ, რომ საქმეზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე მათ ეკრძალებათ საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება, საკუთარი აზრის დაფიქსირება და სასამართლო პროცესს მიღმა საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება. დღესვე, წილისყრის საფუძველზე შეირჩა უფროსი მსაჯული და ნაფიცმა მსაჯულებმა დადეს ფიცი, რომ პატიოსნად და მიუკერძოებლად აღასრულებენ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა კონფიდენციალურია. მათი უსაფრთხოების მიზნით, სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირებს და პროცესის მონაწილეებს ეკრძალებათ მსაჯულთა ვინაობის გამხელა.

დღესვე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოადგინეს. 

მომდევნო სხდომა, რომელიც  2015 წლის 11 ნოემბერს, 10:30 საათზე გაიმართება, მტკიცებულებათა გამოკვლევივით განახლდება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია