quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ტაჯიკეთის დელეგაციის ვიზიტი

10-11-2015

2015 წლის 9- 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ტაჯიკეთის დელეგაცია სტუმრობდა.  უცხოელ კოლეგებს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა და სასამართლოს მენეჯერმა მაკა თოდუამ უმასპინძლეს.

საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა და მისი მნიშვნელობა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის - სწორედ ეს იყო შეხვედრაზე მხარეთა შორის განხილვის თემა. სტუმრებისათვის განსაკუთრებით საინტერესო ელექტრონულად საქმეთა სირთულის მიხედვით განაწილების ახალი მოდული იყო. 

ვიზიტის ფარგლებში, მამუკა ახვლედიანმა სტუმრებს სასამართლოს შენობა, აპარატის თანამშრომელთა სამუშაო ოთახები, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, მედიაციის სასესიო ოთახები და სხდომათა დარბაზები დაათვალიერებინა. თავმჯდომარემ მათ დეტალურად გააცნო მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის ფუნქციონირების თავისებურებები. დელეგაციის წევრები, ასევე, უშუალოდ გაეცნენ სასამართლოს სხდომის დარბაზებში აუდიო და ვიდეო ჩაწერის, სხდომაზე ვიდეო ზარის საშუალებით მოწმის ან პროცესის სხვა მონაწილის ჩართვის ტექნიკურ პროცედურას.

ტაჯიკეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 11 ნოემბერს დასრულდება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია