quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლოს ყარამანიშვილებისა და შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” წარმომადგენლებმა საჩივრით მომართეს

11-11-2015

2015 წლის 11 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ლევან და გიორგი ყარამანიშვილისა და შპს ”ტელეკომპანია საქართველოს” წარმომადგენლებმა საჩივრით მომართეს. მოპასუხე მხარე საჩივრით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს 2015 წლის  5 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და ამავე განჩინების მოქმედების შეჩერებას ითხოვს.

აღნიშნული საჩივრის წარმოებაში მიღება - არ მიღების საკითხზე ამავე საქმის განმხილველი მოსამართლე  ხუთი დღის ვადაში იმსჯელებს. საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში კი, სასამართლოს საჩივრის განხილვისათვის ოცი დღე აქვს.

ცნობისათვის: 2015 წლის 5 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ  განცხადება და დააკმაყოფილა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ში ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის მიზნით, დროებითი მმართველის  დანიშვნის მოთხოვნა, რომელსაც  სასამართლოს განჩინებით მიენიჭა ყველა ის უფლებამოსილება, რომელითაც მართვის და წარმომადგენლობის უფლებამოსილი პირები (ყოფილი მენეჯმენტი - ნ. გვარამია და კ. დამენია) სარგებლობდნენ, სასამართლოს მიერ დროებითი მმართველის დანიშვნიდან მის გაუქმებამდე. ამავე განჩინებით, დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილს და დავით დვალს უფლებამოსილების განხორციელება 2015 წლის 5 ნოემბრიდან დაეკისრათ.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია