quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

12-11-2015

2015 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საქართველოს ბანკიდან დიდი ოდენობით თანხის ქურდობისა და დანაშაულის დაფარვისათვის ბრალდებული პირების მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე. კერძოდ, ქურდობაში ბრალდებულ  მალხაზ ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო დანაშაულის დაფარვისათვის ბრალდებული თამილა კ.-ს მიმართ გამოყენებულ  იქნა გირაო, 10 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით, 30 დღის ვადაში შეტანით, რომლის სრულად გადახდის შემთხვევაში იგი  გათავისუფლდება პატიმრობიდან. რაც შეეხება ამჟამად ძებნაში მყოფ ილია გ.-ს, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობაზე სასამართლომ 2015 წლის 1 ნოემბერს იმსჯელა და მას პატიმრობა შეუფარდა. 

წარდგენილი ბრალის თანახმად, 2015 წლის 24 ოქტომბერს საღამოს საათებში ილია გ. და მალხაზ ბ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, პუშკინის ქუჩაზე მდებარე სს ‘’საქართველოს ბანკის’’ ფულისა და ფასეულობათა დეპარტამენტის ინკასაციის საცავიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სს ”საქართველოს ბანკის” კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს, რითაც სს ‘’საქართველოს ბანკს’’ მიადგა 9 075 774 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი. აღნიშნული, მალხაზ ბ.-სგან ცნობილი გახდა თამარ კ.-სათვის.  მალხაზ  ბ.-მ მოპარული თანხა თამილა კ.-სთან ერთად მიიტანა ამ უკანასკნელის კუთვნილ ავტოფარეხში, სადაც მოხდა მოპარული თანხის დანაწილება. თამილა კ.-მ დანაშაულის დაფარვის მიზნით  მალხაზ ბ.-სგან მიიღო ფულადი თანხა 9 800 ლარის ოდენობით.

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ მალხაზ ბ.-ს მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მასალები იძლეოდა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ მალხაზ ბ.-ს შესაძლოა ჩადენილი ჰქონოდა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, ასევე სახეზე იყო მიმალვისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების მომეტებული საფრთხე. 

რაც შეეხება ბრალდებულ თამილა კ.-ს, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ მას ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც სასჯელის სახით, გარდა თავისუფლების აღკვეთისა, ითვალისწინებს სხვა ალტერნატიულ სასჯელსაც.  შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის მოტივაცია მიმალვის საფრთხის არსებობის თაობაზე. ამავდროულად, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქმეზე ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები და იმისათვის, რომ ბრალდებულმა ხელი არ შეუშალოს გამოძიებას საქმისათვის მნიშნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებაში, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, რომელიც სასამართლოს აზრით სრულად უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას. 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 23 დეკემბერს 14:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია