quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ბრალდებულ ლაშა კვირკვაიას პატიმრობა შეეფარდა

15-11-2015

2015 წლის 15 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ადვოკატ გიორგი მდინარაძის ჯანმრთელობის დაზიანების  (ცემის)  ფაქტზე,  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების ყოფილი უფროსის,  ბრალდებულ - ლაშა კვირკვაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განხილულ იქნა შპს აკდ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში. მოსამართლის გადაწყვეტილებითა და სტაციონარის პირობების გათვალისწინებით მედიის წარმომადგენლებს უარი ეთქვათ გასვლითი სასამართლო სხდომის ფოტო, ვიდეო-გადაღებაზე.

ლაშა კვირკვაიას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტება ჩადენილი ძალადობით, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 8 ნოემბერს ბრალდებულს შეკამათება  მოუვიდა პოლიციის განყოფილებაში მისულ  ადვოკატ გიორგი მდინარაძესთან, რომელმაც მის დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან პირს, იურიდიული კონსულტაციის სახით, დუმილის უფლების გამოყენება ურჩია. 

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ იშუამდგომლა არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, ან ალტერნატივის სახით ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გირაოს - 7000 ლარის გამოყენების თაობაზე.

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა მძიმე კატეგორიის სამოხელედანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი. სასამართლომ მხედველობაში  მიიღო  ის გარემოება, რომ საქმეზე ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ამასთან ბრალდებული ძალოვან უწყებაში იკავებდა მაღალ თანამდებობას, რაც ზრდის რისკს იქონიოს რეალური გავლენა პროცესის იმ მონაწილეებზე, რომლებიც დაიკითხნენ გამოძიების მიერ. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულ ლ. კვირკვაიას მიმართ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 29 დეკემბერს 15 საათზე გაიმართება. 

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია