თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებს შეხვდა, რომლებიც დღეიდან სასწავლო კურსის პრაქტიკულ ნაწილს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაივლიან. მამუკა ახვლედიანმა მსმენელებს კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და წარმატება უსურვა.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მე-12 ჯგუფში 12 მსმენელი ირიცხება. პრაქტიკული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონკურსს გაივლიან და საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის ვაკანტურ ადგილებს საერთო სასამართლოებში დაიკავებენ. |