quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიცმა მსაჯულებმა ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს

20-11-2015

2015 წლის 19 ნოემბერს, თბილსის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი, მორიგი სისხლის სამართლის საქმის განხილვა განზრახ მკვლელობის, ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცემის ფაქტებზე, ბრალდებულ გიორგი იორამიშვილის მიმართ. ნაფიცმა მსაჯულებმა, ვერდიქტზე მსჯელობისათვის დაახლოებით 6 საათი გამოიყენეს და ნაწილობრივ გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს. კერძოდ, ბრალდებული გამართლდა ორი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცემისათვის წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო  განზრახი  მკვლელობის ბრალდების საქმეზე გამამტყუნებელი ვერდიქტი იქნა მიღებული. 

საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 10 მარტს, ქ.თელავში  ძმებ ა. და ი. ბ.-ებს შელაპარაკება მოუვიდათ შს ახმეტის რაიონული სამმართველოს  დუისის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელ გიორგი იორამიშვილთან, რომელიც გადაიზარდა ჩხუბში. გიორგი იორამიშვილმა, შურისძიების ნიადაგზე, განიზრახა ა. და ი. ბ.-ების ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლა. იარაღის გადატენის დროს, უნებლიე გასროლით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენა კონფლიქტიდან დაახლოებით ხუთ მეტრში მდგარ თ. შ.-ს, ხოლო განზრახ მკვლელობის მიზნით ერთხელ ესროლა ჯერ ი. ბ.-ს, შემდეგ კი ა. ბ.-ს. შედეგად, სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებებით ა. ბ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ი. ბ.  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ხოლო  თ. შ. - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაეწიათ სამედიცინო დახმარება.

საქმეზე გამოკვლეულ იქნა მეორე ეპიზოდიც, კერძოდ 2015 წლის თებერვალში, ქ. თელავში, ე.წ. ”სამხედრო დასახლებაში”, გიორგი იორამიშვილმა  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი წყენის გამო, სცემა ვ. პ.

აღნიშნულ საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით 7 არსებითი სხდომა გაიმართა,   დაიკითხა ბრალდების 24  და დაცვის 4 მოწმე

დღეს, 20 ნოემბერს,  გაიმართა სასჯელის დანიშვნის სხდომა, რომელშიც მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობა არ მიუღიათ. სასამართლოვერდიქტის საფუძველზე, გიორგი იორამიშვილის მიმართ განაჩენი დაადგინა და მას განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია