quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება

24-11-2015

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა  საქართველოს მთავარმა  პროკურატურამ, ბრალდებულ დავით ბორჩაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების  შესახებ.

 

დავით ბორჩაშვილს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და აღნიშნული ორგანიზაციის სახელით მისი საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით ოპერაციების განხორციელება. 

 

ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულის წარმოუდგენლობის მიზეზი  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არა სურვილი არგამოცხადების, სასამართლომ გასვლითი სხდომა სს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გამართა. 

 

სასამართლომ დახურულ  სხდომაზე განიხილა და  დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის შეფარდების შესახებ, ვინაიდან დ. ბორჩაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-15 წლამდე  წლამდე  ვადით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში ის შესაძლოა მიემალოს  გამოძიებასა და სასამართლოს, განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა და ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას. 

 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 13 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია