quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა გიორგი ოქროპირიძის მიმართ საქმის განხილვას იწყებს

30-11-2015

2015 წლის 30 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დასრულდა ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევა ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. 

გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედება ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ - არაერთგზის; მასვე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

სასამართლოს განჩინებით ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დახურულ სასამართლო სხდომებზე მიმდინარეობდა. პროცესის მონაწილეებთან ერთად, შერჩევის სხდომებს დაზარალებულის უფლებამონაცვლეც ესწრებოდა.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე გამოცხადებულ კანდიდატთაგან შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული და 3 სათადარიგო მსაჯული. 

მოსამართლის განჩინებით ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა სასამართლო განხილვების დასრულებამდე შეზღუდულია. აღნიშნული გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება სასამართლომ ნაფიც მსაჯულებზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მიიღო. სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომლის მე-6 მუხლის  თანახმად, მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან თუ სასამართლოს აზრით ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როდესაც საქვეყნოობა ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ინტერესებს. 

მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, საქმის არსებითი განხილვა გაიმართება ღია სასამართლო სხდომბზე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიეცემა შესაძლებლობა თვალყური ადევნოს პროცესის მიმდინარეობას.

სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვა, 2015 წლის 3 დეკემბერს 11:00 საათზე დაიწყება. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია