quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

გიორგი ოქროპირიძის ბრალდების საქმეზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

03-12-2015

2015 წლის 3 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა ახალმა შემადგენლობამ დაიწყო ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე. 

სასამართლო პროცესი ღიად და საჯაროდ მიმდინარეობს, თუმცა მოსამართლის განჩინებით შეზღუდულია ფოტო, კინო, ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა. 

გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედება ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ - არაერთგზის; მასვე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულებს განმარტებები მისცა  გამოსაყენებელი კანონის თაობაზე, ხოლო შემდეგ წილისყრით შეირჩა უფროსი ნაფიცი მსაჯული და მსაჯულებმა დადეს ფიცი

სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის დახურვის შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე, განხილულ იქნა შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დასაშვებობის თაობაზე. აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოს არ უმსჯელია, ვინაიდან ბრალდების მხარემ პოზიციის წარმოსადგენად ითხოვა გონივრული ვადა

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მომდევნო პროცესი, 2015 წლის 4 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია