თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა საქართველოს ოფისს (ABA ROLI) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის საქართველოს ოფისის რეგიონალურმა დირექტორმა დევიდ რუბინომ მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები მიზნად ისახავენ იურიდიული პროფესიის განვითარებას და გეგმავენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიგეგმება იმიტირებული სასამართლო პროცესები და იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომები, პრაქტიკოსი მოსამართლეების, ადვოკატებისა და პროკურორების მონაწილეობით. |