quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა

11-12-2012

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს დანიშნული სასჯელიმსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე (საქმე №39აგ-12).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ რ. ბ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (რომლისთვისაც მისჯილი ჰქონდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (სასჯელის სახით ითვალისწინებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას) და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულმა რ. ბ-მ საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განაჩენით მას სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სანქციის მაქსიმუმია. აღნიშნული არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ და მას ფაქტობრივად დაუმძიმა მდგომარეობა, რადგან მას წინა განაჩენით განსაზღვრული ჰქონდა სასჯელის საშუალო ზომა.

 

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა და, შესაბამისად, იმსჯელოს დანიშნული სასჯელიმსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან შესაბამისობის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც უცვლელად დატოვა იგი.

იხ. გადაწყვეტილება">გადაწყვეტილება სრულად

 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია