quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

07-12-2015

2015 წლის 7 დეკემბერს, გამამტყუნებელი ვერდიქტით დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის განხილვა განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ კ.მ.-ს მიმართ.  ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი 8 ხმით  4-ის წინააღმდეგ მიიღეს. 

საქმის მასალების თანახმად, კ.მ-ს ბრალად ედებოდა წინასწარი შეცნობით სრულწლოვანი">არასრულწლოვანი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება 2015 წლის 28 აპრილს, ქ. თბილისში, არასრულწლოვანთა შორის მომხდარ ურთიერთშელაპარაკებას, რა დროსაც ბრალდებულმა დანის გამოყენებით დაზარალებულს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდგომ, დაზარალებულისთვის ექიმებმა სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს. 

ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას არ მიიღებენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში,  2015 წლის 9 დეკემბერს 12 საათზე. 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა არსებითი განხილვის ოთხი სხდომა, დაიკითხა ბრალდების 12 მოწმე და თავად ბრალდებული.  საქმის არსებითი განხილვა უზენაესი სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა ისტორიულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა. 

გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია