quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

ნაფიც მსაჯულთა განსჯად საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა

09-12-2015

2015 წლის 9 დეკემბერს, ნაფიც მსაჯულთა განსჯად, განზრახ მკვლელობის მცდელობის,  სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ კ.მ.- ს მიმართ, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა. ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე,  სასამართლოგანაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების  14 წლით აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო, როგორც არასრულწლოვანს, სსკ-ის 88-ე მუხლის გათვალისწინებით,  აღნიშნული სასჯელი ¼-ით შეუმცირდა. ამასთან, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 3 ივლისის  განაჩენით   დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, კ.მ.-ს 10 წლითა 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობა არ მიუღიათ სასჯელის დანიშვნის სხდომაში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 დეკემბერს, ნაფიცმა მსაჯულებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი ვერდიქტი 8 ხმით  4-ის წინააღმდეგ მიიღეს. 

საქმის მასალების თანახმად, კ.მ-ს ბრალად ედებოდა წინასწარი შეცნობით სრულწლოვანი">არასრულწლოვანი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება 2015 წლის 28 აპრილს, ქ. თბილისში, არასრულწლოვანთა შორის მომხდარ ურთიერთშელაპარაკებას, რა დროსაც ბრალდებულმა დანის გამოყენებით დაზარალებულს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდგომ, დაზარალებულისთვის ექიმებმა სიცოცხლის შენარჩუნება შეძლეს.

გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია