quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა განცხადება

10-12-2015

მოსამართლეთა კორპუსი შეშფოთებულია ბოლო დროს სასამართლოს სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობის გამო. ცილისმწამებლური განცხადებების ტირაჟირება აქტიურად მიმდინარეობს ცალკეული მოსამართლეებისა და ზოგადად, სასამართლო სისტემის მიმართ. მოსამართლეები, ამ დრომდე მიიჩნევდნენ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მათი როლისა და თმენის ვალდებულებიდან, ასევე კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლებიდან გამომდინარე, თავი შეეკავებინათ გამოხმაურებოდნენ შინაარსს მოკლებულ, ცილისმწამებლურ და ვარაუდებზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რაც პერიოდულად ვრცელდება ტელე-რადიო, ბეჭდური თუ ინტერნეტ-სივრცის მეშვეობით, მითუფრო პროცესის მონაწილე მხარეთა მხრიდან. თუმცა, კონსტიტუციითვე დადგენილია,  სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს და ლახავს მათ პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. აქედან გამომდინარე, მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ მიმდინარეობს  სასამართლო სისტემის მიმართ გახშირებული ცილისმწამებლური კამპანია, რაც ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს სცილდება და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აზრის ჩამოყალიბებას. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ მსგავს ბრალდებებს აუცილებლად უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი საგამოძიებო ორგანოების მხრიდანაც. მოსამართლეთა მოთხოვნაა, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ჩადენას მოსამართლის მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის  საკითხი, ვისი მხრიდანაც განხორციელდა ცრუ დასმენა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია