quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის განცხადება

10-12-2015

მედიასივრცეში გახშირდა ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება ცალკეული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რაც მიზანმიმართული დისკრედიტაციის სახეს ღებულობს და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. 

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს მოსამართლეების წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიასთან, რაც ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს სცილდება, ლახავს მოსამართლეთა რეპუტაციას და შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობის ჩამოყალიბება სასამართლო სისტემის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი ორგანოები მოახდენენ კომპეტენტურ რეაგირებას სამართალდარღვევათა შესაძლო ჩადენის ფაქტებზე, მათი არსებობის შემთხვევაში, იმავდროულად მოუწოდებს ყველას, მათ შორის პროცესის მონაწილე მხარეებს, დაიცვან ეთიკის ნორმები და თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებისგან.

 

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია