quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

22-12-2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სრულწლოვანი">არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულ მაგდა პ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. 

წარდგენილი ბრალის თანახმად, მან ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, კერძოდ, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობა, მათ შორის ერთის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. (111-109-2, ბ-3, ა ქ/პ) 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა ბრალდებულის მხრიდან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი,  რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს სასჯელს 16-20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათზე, სპეციფიკაზე და ბრალდებულის პიროვნებაზე და მიიჩნევს, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით  ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები და რისკები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულები), ასევე ფორმალური საპროცესო სამართლებრივი საფუძვლები. 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 10 თებერვალს, 12 საათზე. 

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია