quote
Zebna ქართ.
სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა
უფასო იურიდიული კონსულტაცია
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა
გადაწყვეტილებათა საძიებო პროგრამა
საჯარო გადაწყვეტილებები
მნიშვნელოვანი განმარტებები
საჯარო ინფორმაცია
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
სასამართლოები Google Map-ზე
საქართველოს სასამართლეობის სატელეფონო ცენტრი
A- A+ ამობეჭდვა

siaxleebi

„საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის“ შემაჯამებელი შეხვედრა

25-12-2015

2015 წლის 24 დეკემბერს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის“ წლის შემაჯამებელი შეხვედრა შედგა, სადაც შესრულებული სამუშაოს ანგარიშთან ერთად გაიმართა პროექტის ‘’სამართლის სტუდენტებისათვის Q & A სესიები’’-ს პრეზენტაცია და პირველ საჯარო სესია.

სტუდენტების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ „საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის“ წევრი და თბილსის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი მაკა თოდუა, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბუაძე და „მმართველობა განვითარებისათვის“ G4G, ადვოკატირებისა და ორგანიზაციული განვითარების კომპონენტის ხელმძღვანელი მაია ერისთავი.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, გაიმართა პირველი საჯარო სესია და სტუდენტების წინაშე „საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციისა“ და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი წარსდგა თემით „ საქმისწარმოება საერთო სასამართლოებში, გამოწვევები და პერსპექტივები“. მოხსენებები წაიკითხეს ასევე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა- ირაკლი ბურდულმა და „საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა დავით ლანჩავამ. 

პროექტის განმავლობაში შერჩეული სტუდენტები 13 საჯარო სესიას დაესწრებიან, რომლებიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება და მომხსენებლები იურისპრუდენციის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

 
 
 
 
 
იანვარი 1970
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ipove sasamarTlo forma moxele
ქართ.  
dasaxeleba
instancia
 
Facebook Twitter YouTube Blogger Google+ MyVideo
© 2012. საქართველოს სასამართლოები. ყველა უფლება დაცულია